- ასოციაცია “დეას” პროექტის “საზოგადოების ჩართულობის გაზრდა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების შემუშავებაში” ფარგლებში ჩატარდა, რეგიონული საჯარო შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და აქტიურ მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის სივრცის შექმნა და ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ერთობლივი მსჯელობის სტიმულირება.
შეხვედრა ჩატარდა დისკუსიის ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში.
შეხვედრაზე მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ პასუხი გაეცათ მოქალაქეთა მიერ დასმულ კითხვებზე.
საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ევროპული საქართველოს, ახალის, ლელოს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლებმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ზუგდიდის, ხობის, სენაკის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოქალაქეები და ადგილობრივი მედია.
პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაფინანსებით.