სადილობა იზოლირებულ კაბინებში – სტამბოლის რესტორნებში სპეციალური კაბინები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება


  • კორონავირუსის პანდემიის ფონზე ადამიანები სოციალურ დისტანციის დაცვას ყველანაირად ცდილობენ. ამასთან რამდენიმეთვიანი კარანტინის შემდეგ ადამიანებს სურთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ და სტრესი დაივიწყონ.

ამის გათვალისწინებით, სტამბოლში არსებულმა რამდენიმე საკმაოდ ძვირადღირებულმა რესტორანმა გადაწყვიტა სპეციალური გამჭვირვალე კაბინები გაეკეთებინა, რომლის მეშვეობითაც მისი სტუმრები საღამოს სასიამოვნოდ გატარებასა და სოციალური დისტანციის დაცვას ერთდროულად შეძლებენ.

ერთ-ერთი ასეთი რესტორნის მფლობელი აცხადებს, რომ პანდემიის გამო რესტორანი 3 თვის განმავლობაში დაკეტილი იყო და ივლისიდან გაიხსნა.

„გადავწყვიტეთ იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებით აშინებთ კორონავირუსის პანდემია სპეციალური პირობები შეგვექმნა, რათა თავი უფრო კარგად ეგრძნოთ. ჩვენმა იდეამ გაამართლა და მსურველი ძალიან ბევრი აღმოჩნდა. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში რესტორნის თითოეული მაგიდა უკვე წინასწარ დაჯავშნილია.“-აცხადებს ის.

აღსანიშნავია, სტუმრების მოსვლამდე თითოეულ კაბინას საგულდაგულოდ ასუფთავებენ და დეზინფექციას უკეთებენ. კაბინაში გაგრილების სისტემა მუდმივად მუშაობს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!