- რუხის საჯარო სკოლის დირექტორმა, ედუარდ ციკოლიამ, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე: “ჰერმან მელვილის “მობი დიკის“ მითოპოეტიკა“.
ნაშრომის დაცვის შედეგად მას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
