ანზორ ოყუჯავა საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს


  • ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი დირექტორი ანზორ (დავით) ოყუჯავა, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყო დაკავებული, საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, ოყუჯავა სამართალდამცველებმა 26 ნოემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა საპროცესო გარიგების თაობაზე დააკმაყოფილა და ოყუჯავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ანზორ (დავით) ოყუჯავა დადიანების სასახლის დირექტორის თანამდებობიდან ერთი თვის წინ გაათავისუფლეს.

ინფორმაციისთვის: ანზორ (დავით) ოყუჯავა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორად 2021 წლის 5 ივლისს დაინიშნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × five =

Akismet ანტისპამი