- მედიის ინფორმაციით, რუსმა დამპყრობლებმა დღეს დილით სლავიანსკის თბოელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს. სადგურის ტერიტორიაზე ტექნიკა დაზიანებულია.
დონეცკის ოლქის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო “ტელეგრამზე” წერს: “მტერი განზრახ უმიზნებს რეგიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს, პირველ რიგში, მშვიდობიან მოსახლეობას”.