ანაკლიაში ფეინთბოლში ადგილობრივი ჩემპიონატი გაიმართა


  • საქართველოს ფეინთბოლის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ანაკლიაში, ზუგდიდის ადგილობრივი ჩემპიონატი ფეინთბოლში გაიმართა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი ახალგაზრდები იღებდნენ, რომლებიც 5-კაციან ჯგუფებად იყვნენ დაკომპლექტებული.

გამარჯვებული გუნდი რეგიონალურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ფეინთბოლს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდების ჩართვა ექსტრემალურ სპორტში, მასობრივი სპორტის განვითარება და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერაა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!