- რომის პაპი ფრანცისკე სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების პირობები შეასრულონ. ამის შესახებ პაპმა ვატიკანში საკვირაო მესის დროს განაცხადა.
მისი თქმით, მთიან ყარაბაღში ვითარება ძალიან დაიძაბა და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების შესრულება ზედმიწევნით არ ხდება, მოვუწოდებ მხარეებს, რომ განაგრძონ მისი შესრულება და მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა, განადგურებული სახლების და დანგრეული ეკლესიების გამო“, – განაცხადა რომის პაპმა.