საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 211 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამასთან, გარდაიცვალა საქართველოს კიდევ 6 მოქალაქე და ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-ს შეადგენს.

გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პირი. კოვიდ სასტუმროში მოთავსებულია 1393 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!