ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა ექიმს და ბანკის თანამშრომელს


  •  ზუგდიდში დადასტურებულ კორონავირუსის 7 ახალ შემთხვევას შორის ერთი ექიმია და ერთი ბანკის თანამშრომელი.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას ჩაუტარდა დეზინფექცია. “კონტაქტები ყველა გადასულია  თვითიზოლაციაში. მიმდინარეობს რეზერვების მოძიება, რათა სამედიცინო დაწესებულებამ არ მიატოვოს ფუნქციონირება.
მალხაზ თორიას განმარტებით, დეზინფექცია ჩაუტარდა ბანკს, სადაც ინფიცირების ფაქტი დაფიქსირდა. “მინდა მოგახსენოთ, ბაღის თანამშრომელთან დაკავშირებით, რომელსაც აღმოჩნდა კორონავირუსი. ბაღები 12 ოქტომბრამდე არ მუშაობენ, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოებიდან გამომდინარე, მუშა-მოსამსახურეები, რომლებიც დადიოდნენ ბაღში ყველანი გადაყვანილნი არიან თვითიზოალციაში. ბაღში მიმდინარეობს სადენზინფექციო სამუშაოები”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!