როგორი იქნება ხისგან აშენებული შენობა, რომლის ფასადიც ფოთლის ფორმის მზის პანელებით დაიფარება


  • ინდოელმა არქიტექტორებმა დააპროექტეს ფუტურისტული შენობა სახელწოდებით NUDES, რომლის ფასადიც ფოთლის ფორმის მზის პანელებით დაიფარება.

გეგმის მიხედვით, შენობა მთლიანად ხისგან იქნება დამზადებულიდა მასში იქნება ფართო დერეფნები, რომლებიც აივნებს დაუკავშირდება. შენობის ზედა სართულზე ასევე მოთავსებულია კაფსულა, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედი იშლება.

შენობის ფორმიდან გამომდინარე, ის საშუალებას იძლევა მზის ენერგია ნებისმიერი ამინდის პირობებში გამოიმუშავებს. ფოთლების ფორმა კი ეკოლოგიასა და ბუნებრივ რესურსებს უკავშირდება.

არქიტექტორების თქმით, მათ სურდათ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ კლიმატის ცვლილების აქტუალობა და ხაზი გაესვათ, რომ მზის ენერგიის გამოყენებას უდიდესი პერსპექტივა აქვს.

იდეის ავტორებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი “ხე” ადამიანებს იმის გააზრებაში დაეხმარებათ, რომ ხეების მოჭრისა და პლანეტის განადგურების ნაცვლად რესურსების სწორად გამოყენებით ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობა სავსებით შესაძლებელია.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!