რეპერი კანიე უესტი – კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად


  • რეპერი კანიე უესტი აცხადებს, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„ჩვენ უნდა განვახორციელოთ ამერიკის დაპირება უფლის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებით და ჩვენი მომავლის შენებით. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად“, – დაწერა რეპერმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ჯერჯერობით უცნობია, სერიოზულად აპირებს თუ პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას კენიე უესტი არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ან წარადგინა თუ არა რამე სახის ოფიციალური დოკუმენტები კანიდატად რეგისტრაციისთვის. ამერიკის ბევრ შტატში დამოუკიდებელ კანდიდატად რეგისტრაციის ვადა ჯერ არ ამოწურულა.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ რეპერის განცხადებას მხარდაჭერა გამოუცხადა ბიზნესმენმა ილონ მასკმა. „შენ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს“, – დაწერა მან კანიე უესტის განცხადების პასუხად.

ამავე დროს, „ენბისი ნიუსი“ აღნიშნავს, რომ ეს უკვე სულ მცირე მესამე შემთხვევაა, როდესაც კანიე უესტი პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე საუბრობს. ერთ-ერთი ასეთი განცხადება ბოლოს მან „ემტივის“ 2015 წლის მუსიკალური დაჯილდოებისას გააკეთა.

„გადავწყვიტე, რომ 2020 წელს პრეზიდენტად ვიყარო კენჭი“, – თქვა მაშინ რეპერმა. გასული წლის ნოემბერში კი, მან გამოთქვა სურვილი, რომ 2024 წლის არჩევნებში იყაროს კენჭი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!