- დღეს, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჟურნალისტთა კლუბმა ‘’სარკმელი’’ (ხელმძღვანელი: ნანი მოსიძე) ფილმის “რა გვაიძულებს დაწკაპუნებას” (რეჟისორი: მარტეინ კიფტი, ნიდერლანდების სამეფო, 2016 წელი) ჩვენება გამართა.
ფილმი ჩეხური საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია პინ-ის (People In Need) მიერ იყო მოწოდებული.
ჩვენების დასასრულს, მაყურებლებმა გამართეს დისკუსია ფილმის შესახებ, სადაც დეტალურად იმსჯელეს თანამედროვე სამყაროში მედიაწიგნიერების როლსა და მნიშვნელობაზე.