რას უკვეთავენ ფურშეტისთვის ზუგდიდელი საჯარო მოხელეები


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო ფურშეტისა და სარესტორნე მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ სატენდერო განაცხადში ზუსტად არის აღწერილი მერიის წარმოდგენილი განყოფილება ვახშამზე და ალაფურშეტზე რა კერძებს შეუკვეთავს ტენდერში გამარჯვებულ რესტორანს. სია დაახლოებით ასე გამოიყურება: ღომი, ელარჯი, კუჭმაჭი, ხბოს მწვადი, ხბოს ნეკნი, ფხალის ასორტი, გებჟალია, ხაჭაპური, ორაგულის მწვადი, ლობიანი, ჭვიშტარი, სოკოს ჩახოხბილი , ორაგულ იბაჟეში, ხბოს ჩახოხბილი, სალათი (კიტრი-პომიდვრის), სალათა “ცეზარი,”გოჭის ხორცი, ქათმის ხორცი, ქათმის ხორცის სალათა და ა. შ. განსხვავებულია კულტურის განყოფილების ვახშამისა და ფურშეტის მენიუ და ძეგლთა დაცვის განყოფილების ვახშმისა და ფურშეტის მენიუ. ეს უკანასკნელი უფრო მოკრძალებულია, ვიდრე კულტურის განყოფილების. განათლების  და სპორტისა და ახალგაზრდულს საქმეთა განყოფილებებს  მარტო ფურშეტის  შეკვეთის შესაძლებლობა აქვს.  ყველაფერი ეს, მთელი წლის განმავლობაში, 13,245 ლარი დაუჯდება მერიის კულტურის დეპარტამენტს.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!