ბარათების დარიგებისა და გამოყენების წესების ამსახველი პრეზენტაციები რეგიონებში


სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა“ დაიწყო. მუნიციპალიტეტებში  მოსახლეობისთვის განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების პროცესი მიმდინარეობს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები მოსახლეობისათვის  ბარათების დარიგებისა და გამოყენების წესების ამსახველ პრეზენტაციას რეგიონის მასშტაბით მართავენ.

ფერმერები, მიწის ფართობების მიხედვით დაიყო კატეგორიებად და მიიღებენ სხვადასხვა ოდენობის სარგებელს. ეს კატეგორიებია:

ა) ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან სარგებლობაში გააჩნიათ 0,25 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთი მიიღებენ აგრო ბარათებს, რომელზეც 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა იქნება დარიცხული;

ბ) ფერმერები, რომელთაც გააჩნიათ 0.25 ჰადან 1,25 ჰა-ის ჩათვლით ფართობის მიწის ნაკვეთები, რომელსაც იყენებენ ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად მიიღებენ ხვნის ბარათებს ჰექტარზე 140 ლარის გაანგარიშებით;

გ) მოსარგებლეებს, რომელთაც გააჩნიათ 0,25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნაკვეთები, რომელზედაც გაშენებული აქვთ მრავალწლიანი კულტურების ნარგავებიდა არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურების წარმოებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები, „აგრობარათზე“ დაერიცხებათ ნაკვეთის ფართობის პროპორციული ქულების რაოდენობა 1 ჰექტარზე 140 ლარის გადაანგარიშებით.

პირველ ეტაპზე, რეგიონში ბარათს 99 828 ათასი ბენეფიციარი მიიღებს. დამუშავდება 52 021 ჰექტარი მიწის ფარდობი.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეოთხე წელია აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს. პროგრამა ორიენტირებულია მცირემიწიანი ფერმერების მაქსიმალურ ხელშეწყობაზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!