რას გულისხმობს პანდორას “ჩარმ” სამაჯურების კონცეპტი


  • კომ­პა­ნია პან­დო­რა 1982 წელს ქა­ლაქ კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში (და­ნია) და­არ­სდა და დღეს უკვე მსოფ­ლიო მას­შტა­ბით სამ­კა­უ­ლე­ბის ბრენ­დებს შო­რის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. პან­დო­რას სამ­კა­უ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს 90 ქვე­ყა­ნა­ში იყი­დე­ბა და და­საქ­მე­ბუ­ლი ჰყავს 11, 400 ადა­მი­ა­ნი.

პან­დო­რამ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი ხელ­წე­რა – “ჩარმ” სა­მა­ჯუ­რე­ბის კონ­ცეპ­ტი 2000 წელს წა­რად­გი­ნა და მას შემ­დეგ ის ბრენ­დის ცენ­ტრა­ლუ­რი პრო­დუქ­ტად იქცა. პან­დო­რას ჩარ­მით შექ­მნი­ლი სა­მა­ჯუ­რე­ბი, რო­მე­ლიც ქალ­ბა­ტო­ნე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს უს­ვამს ხაზს, ბრენ­დის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვაა, რი­თაც ქალ­ბა­ტო­ნებს ეძ­ლე­ვათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა თა­ვად შექ­მნან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის სა­მა­ჯუ­რი, ამავდრო­უ­ლად სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა მის­ცენ თი­თო­ე­ულ ჩარმს და მუ­დამ თან ატა­რონ მათ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მო­მენ­ტე­ბი.

ჩარმ სა­მა­ჯუ­რე­ბის ის­ტო­რია

ჩარ­მე­ბის ის­ტო­რია გა­ცი­ლე­ბით უფრო ადრე იწყე­ბა, ვიდ­რე ჩვენ წარ­მო­ვიდ­გენთ – მას ძვე­ლი ბა­ბი­ლო­ნის მკვიდ­რნი ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 700 წლით ადრე ატა­რებ­დნენ. რაც იმ დროს მის­ტი­ურ და რო­მან­ტი­ულ, წარ­მა­ტე­ბის მომ­ტან, ოჯა­ხის გა­მაძ­ლი­ე­რე­ბელ და სხვა­დას­ხვა სენ­ტი­მენ­ტე­ბის გა­მომ­ხატ­ველ სიმ­ბო­ლოს­თან ასო­ცირ­დე­ბო­და.

შექ­მე­ნით და­უ­ვი­წყა­რი მო­მენ­ტე­ბი

პან­დო­რას სა­მა­ჯუ­რე­ბი მზად­დე­ბა უნი­კა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნით ვერ­ცხლის, 14 კა­რა­ტი­ა­ნი ოქ­როს, ტყა­ვი­სა და ტექ­სტი­ლის მა­სა­ლი­სა­გან, ხოლო 700 სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ჩარ­მის ორი­გი­ნა­ლურ დი­ზა­ინ­სა და ფორ­მას ქმნის მუ­რა­ნოს მინა, ბუ­ნებ­რი­ვი ქვე­ბი, მარ­გა­ლი­ტე­ბი, ვერ­ცხლი­სა და ოქ­როს მე­ტა­ლე­ბი. პან­დო­რას ჩარმ სა­მა­ჯუ­რე­ბი დღეს ბრენ­დის სხვა პრო­დუქ­ტებ­თან შე­და­რე­ბით გა­ყიდ­ვე­ბის 80%-ს მო­ი­ცავს. 2000 წლი­დან მხოფ­ლიო მას­შტა­ბით გა­ყი­დუ­ლია 3 მი­ლი­ო­ნი ჩარმ-სა­მა­ჯუ­რი, სა­უ­კე­თე­სო გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი პან­დო­რას გუ­ლის ფორ­მის ვერ­ცხლის ჩარმს აქვს.

შექ­მე­ნი და შე­ა­ზა­ვე ემო­ცი­ე­ბით

პან­დო­რას კონ­ცეფ­ცია გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას სხვა­დას­ხვა ჩარ­მის კომ­ბი­ნა­ცი­ით შევ­ქმნათ ჩვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი, უნი­კა­ლუ­რი სტი­ლი. ჩარ­მის არ­სე­ბო­ბას პან­დო­რას ბრენ­დის ქუდ­ქვეშ სა­ფუძ­ვლად უდევს კონ­ცეპ­ტი – ხელ­შე­სა­ხე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი შენს სა­მა­ჯურ­ზე, კო­ლექ­ცი­ის სე­ლექ­ცი­ი­სათ­ვის ჩარ­მე­ბი და­ი­ყო სხვა­დას­ხვა ვი­ზუ­ა­ლის, ფორ­მის, ზო­მის, მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ამ­კო­ლექ­ცი­ე­ბის შერ­ჩე­ვით ქალ­ბა­ტო­ნებს შე­უძ­ლი­ათ თა­ვად შექ­მნან მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი , უნი­კა­ლუ­რი სა­მა­ჯუ­რე­ბი.

ნა­ხევ­რად ხელ­ნა­კე­თი პრო­დუქ­ცია

მა­ნამ სა­ნამ პან­დო­რას ჩარმ სა­მა­ჯუ­რი მომ­ხმა­რებ­ლამ­დე მივა, მას­ზე მსოფ­ლიო სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში პა­რა­ლე­ლუ­რად ასე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს. ასე მა­გა­ლი­თად, და­ნი­ის დე­და­ქა­ლაქ კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში იქ­მნე­ბა და მუ­შავ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩარ­მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი, რო­მელ­საც სა­ბო­ლოო სახე ეძ­ლე­ვა ტა­ი­ლან­დში. სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით და რუ­დუ­ნე­ბით არ­ჩევს მა­სა­ლას ჩარ­მის დე­კო­რა­ცი­ი­სათ­ვის, ბუ­ნებ­რივ ქვებს, მარ­გა­ლი­ტებს…თი­თო­ე­უ­ლი ჩარ­მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ყა­ლი­ბის ჩა­მოს­ხმა – და­მუ­შა­ვე­ბა, დე­კო­რი­რე­ბა, დაძ­ვირ­ფა­სი ქვე­ბის ხე­ლით და­ტა­ნა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა.სა­მუ­შაო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი თი­თო­ე­უ­ლი ჩარ­მი ხა­რის­ხის კონ­ტროლს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით­გა­დის.

უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბი, მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი სა­ი­უ­ვე­ლი­რო ტექ­ნი­კა და ქა­ლუ­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა დი­ზა­ინ­ში – ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბია, რო­მელ­საც პან­დო­რა მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს.

პან­დო­რას ჩარმ სა­მა­ჯუ­რე­ბი ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის მსოფ­ლიო ტრენ­დია, რო­მელ­საც ატა­რე­ბენ ისე­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც: ვიქ­ტო­რია ბექ­ჰე­მი, კეტ­რინ ზეტა ჯონ­სი, სე­ლე­ნა გო­მე­სი, ემა ვოტ­სო­ნი და ა.შ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დო­რას ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კომ­პა­ნია თა­იმ­ლე­სია, მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ თა­იმ­ში (მის: რუს­თა­ვე­ლის 46, პე­კი­ნის 18, ს/ც: თბი­ლი­სი მოლი, ჯი-თი- სი ) ქარ­თველ მომ­ხმა­რებ­ლებს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა ფეხ­და­ფეხ მიჰ­ყვნენ მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ებს და მიმ­დი­ნა­რე კო­ლექ­ცი­ი­დან შე­არ­ჩი­ონ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ჩარმ სა­მა­ჯუ­რე­ბი. სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში კომ­პა­ნია თა­იმ­ლე­სი პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში პან­დო­რას კონ­ცეპტ მა­ღა­ზი­ის გახ­სნას გეგ­მავს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

16 − 14 =

Akismet ანტისპამი