“ცოცხალი წიგნები”


  • დღეს, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ,”პოეზიის მეგობართა კლუბის” ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის-“ცოცხალი წიგნების” ფარგლებში ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა.

ლიტერატურულ საღამოზე ელა გოჩიაშვილმა, კატო ჯავახიშვილმა, ირმა ბერიძემ, დავით რობაქიძემ, ცოტნე ცხვედიანმა, გიორგი შონიამ და ლელა ცუცქირიძემ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ : ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ლაშა გვასალია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები, ჟურნალ “ებგურის” სარედაქციო კოლეგია, ცენტრალური ბიბლიოთეკის მკითხველები, ადგილობრივი ახალგაზრდა პოეტები.

პროექტი “ცოცხალი წიგნები” გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებისა და ქალაქების საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებში მწერლების სტუმრობას და მკითხველთან შეხვედრას.

პროექტის ფარგლებში იმართება პოეზიის საღამოები, თანამედროვე ავტორთა წიგნების პრეზენტაცია და დისკუსიები მკითხველთათვის საინტერესო თემებზე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!