ნიგოზი ტვინისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს!


  • ხალხურ მედიცინაში, კაკლის სასარგებლო თვისებებზე, ლეგენდები დადის. მისი საშუალებით, უამრავ დაავადებას მკურნალობენ. კაკლის შემადგენლობაში შედის ფლავინოიდები, გლიკოზიდები, C ვიტამინი, კაროტინი, ეთერზეთები, ორგანული მჟავები და სხვა.

ახალი ნაყოფის მწვანე ქერქში აღმოჩენილია A, B, C, P ვიტამინები, ეთერზეთები, შაქარი და სხვა სასარგებლო ნივთიერებები. კაკლის გული მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აუცილებელია ორსულობისას ნაყოფის განვითარებისთვის. ნიგოზი შეიცავს მაგნიუმსა და კალიუმს. ასევე, მასში შედის რკინა, სპილენძი, კობალტი, თუთია და ვიტამინი B6. ნიგოზი ტვინის გამართულ მუშაობას უწყობს ხელს. მასში შემავალი ომეგა-3 და ცხიმოვანი მჟავები, ტვინის უჯრედების ფორმირებაში არიან ჩართულნი. იგი გამოირჩევა მაღალი კალორიულობით, 100 გრ 654 კილო კალორიას შეიცავს, რაც წიწიბურისა და მაკარონის კალორიულობაზე ორჯერ მეტია. კუჭის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ამაზე კარგი საშუალება არ არსებობს. საუზმესა და სადილს შორის, შუალედში, მიირთვით კაკალი. ეს შეგინარჩუნებთ ენერგეტიკულ ბალანსს და ორგანიზმს ვიტამინებით შეგივსებთ. თუმცა, ზედმეტი რაოდენობით მისი მიღება არ არის რეკომენდირებული. 1-2 ნიგოზიც კი საკმარისია, თქვენი ჯანმრთელობისთვის.
იგი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი მიღება სისხლძარღვების მუშაობას ასტიმულირებს. გარდა ამისა, იგი ხელს უშლის სისხლში თრომბების წარმოქმნას და არეგულირებს არტერიულ წნევას. ნაყენი, რომელიც მწვანე კაკლისგან მზადდება გამოიყენება გულის იშემიური დაავადებების: სტენოკარდიის, არითმიის, გულის შეტევის პრევენციისა და სამკურნალოდ. მისგან დამზადებული ზეთი გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც. არამხოლოდ სამკურნალო, არამედ კოსმეტიკური მიზნით. მას აქვს კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი, აძლიერებს თმასა და ფრჩხილებს. ამ ზეთს რეგენერაციული თვისებები გააჩნია. კანზე ადვილად შეიწოვება, არ ტოვებს კვალს და კანს აბრეშუმივით ნაზს ხდის. იგი, ასევე, ორგანიზმში იოდის დონეს აბალანსებს. მოგეხსენებათ, იოდი ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს არეგულირებს. სწორედ მისი შემცველობის გამო გვიშავდება ხელები, როდესაც კაკალს ვარჩევთ. ეს მიზეზები ხსნის, თუ რატომ არის კაკალი სასრგებლო პროდუქტების ჩამონათვალში. მისი მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია საშიში, თუ მთელ თასს შეჭამთ. საკმარისია, 3-5 ცალი კაკალი, რომ შეინარჩუნოთ ლამაზი და ჯანმრთელი სხეული.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!