რამაზ ჯაბუას უყვარს თავისი სოფელი


რამაზ ჯაბუა: “დონი-როსტოვის სასოფლო-სამეურნეო მანქანათსამშენებლო ინსტიტუტი დავამთავრე და გარკვეული პერიოდი ვიმუშავე კიდეც ამ ქალაქში. საქართველოში ჩამოვედი 2000 წელს და “აგრო ჯორჯიას” უსაფრთხოების დაცვის სამსახურში დავიწყე მუშაობა, მერე დავინიშნე ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სპეციალისტად. მოგვიანებით, ამირჩიეს ახალსოფლისა და ჯუმის თემების მაჟორიტარ დეპუტატად. მე მიყვარს ახალსოფელი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი სოფელია და მეამაყება, რომ ვარ ამ სოფლის დეპუტატი”.

-პრობლემა, რომელიც თქვენი მუშაობის პერიოდში მოგვარდა სოფელში?

-შეკეთდა გზები, დახმარება გავუწიეთ სოციალურად დაუცველ ხალხს. სოფლის მთავარ მაგისტრალზე გაკეთდა გარეგანათებები, საფონიოს უბანში გაკეთდა ხიდბოგირი, გაკეთდა ოფაჩხაფუ–ახალსოფლის და ნარაზენი–ოფაჩხაფუს შემაერთებელი გზები. ახლა საშეროზიო-საროგავოს უბანში გაკეთდება მანქანის გადასასვლელი ხიდი. ჩვენ მუდმივად მიყურადებული ვართ და ვიქნებით ჩვენი სოფლის მოსახლეობის ჭირსა და ლხინს და ყოველთვის დავდგებით მათ გვერდით. სხვათაშორის, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება სოფლის განვითარებისათვის. მომავალ წელს დაგეგმილია სოფლის საექიმო ამბულატორიის აშენება, რასაც დიდი ინტერესით ელოდებიან ჩემი თანასოფლელები.

-როგორი განწყობით დაიწყეთ ახალი, 2020 წელი?

-2019 წელი ჩემთვის საქმიანობის მიხედვით, კარგი წელი იყო. წარმატებების მომტანი, რომ არა დედაჩემის გარდაცვალება, ჩემთვის იქნებოდა რაღაც ჯადოსნური ელფერის მატარებელი. ვწუხვარ და განვიცდი დედის დაკარგვას. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ჩემი თანასოფლელების ერთგული ვარ. რაც უფრო მეტ სიკეთეს გააკეთებ და სწორი პრინციპით იცხოვრებთ, მით მეტად მიიღებთ კარგ შედეგს.

-გაიხსენეთ თქვენი პირველი სიყვარული, როგორია თქვენთვის იდეალური ოჯახი?

-პირველი სიყვარული საერთოდ არ მახსენდება (იღიმება). ოჯახი შევქმენი 32 წლის ასაკში, რა თქმა უნდა, სიყვარულით. მყავს მეუღლე თეა ბეჭვაია, რომელიც წარმოშობით გალიდანაა, გვყავს ორი შვილი, რეზიკო და შალვა ჯაბუები ბაბუის და დიდი პაპის საპატივსცემლოდ დაერქვათ მათ ეს სახელები.

-თქვენი ჰობი…

-მიყვარს ფეხბურთი, ნადირობა.

-როგორც საქართველოს მოქალაქე, რას ფიქრობთ დღევანდელობაზე?

-მსურს მშვიდობიანი საქართველო, იმედი მაქვს გაბრწყინდება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამეგრელო.

-თქვენი გამორჩეული სადღეგრძელო?

-ეს არის მშვიდობის სადღეგრძელო…

-რას ვერ აპატიებთ ადამიანს?

– ღალატს.

-როგორ გრძნობთ თავს დეპუტატის ამპლუაში?

-პირველ რიგში პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ხალხის წინაშე, შემდეგ ვამაყობ ამ დიდი ტრადიციების მქონე სოფლების დეპუტატი რომ ვარ. მადლობა ჩემს ამომრჩევლებს ნდობისათვის.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ზუგდიდს და ზუგდიდელებს ვუსურვებ მშვიდობიან ცხოვრებას, ამ წელს მოეტანოს ბედნიერება ზუგდიდელებისათვის.

როზა როგავა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!