ასტეროიდმა, რომელმაც 66 მლნ წლის წინ დინოზავრები გაანადგურა, ახალი სიცოცხლე წარმოშვა


ასტეროიდმა Chicxulub, რომელიც დედამიწას 70 მილიონი წლის წინ დაეცა, ცხოველების სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 80% გაანადგურა და პლანეტა მცენარეების გარეშე დატოვა. ამან ფაქტიურად დედამიწაზე სიცოცხლე გაანადგურა. აფეთქების შემდეგ მტვერმა ატმოსფერო დააბინძურა და მზის სხივები დაბლოკა, ხოლო მცენარეებმა და წყალმცენარეებმა ჟანგბადის წარმოება შეწყვიტეს. პლანეტაზე ძალიან ბნელოდა, სითბო მხოლოდ კრატერში იყო შენარჩუნებული, რომელიც ასტეროიდმა დატოვა, სხვა ადგილას კი ძალიან ციოდა – ამან დედამიწაზე ცხოვრება კაცობრიობისთვის შეუძლებელი გახადა.
რა დაემართათ დინოზავრებს?
კამათი უკვე რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში მიმდინარეობს და ახალმა კვლევამ შეიძლება მარადიული დისკუსია დაასრულოს. მას შემდეგ, რაც ასტეროიდმა ყველა ცოცხალი არსებობა გაანადგურა, ათწლეულების განმავლობაში კრატერში მიკრობაქტერიები იზრდებოდნენ და ვითარდებოდნენ. ტიმოტი ბრაულერი, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტის გეოლოგიის მეცნიერების პროფესორი აღნიშნავს, რომ გეოლოგიური თვალსაზრისით ეს აღმოჩენა მეცნიერებაში ბოლო ადგილზე არაა. აფეთქებიდან მილიონობით წლის შემდეგ გეოლოგებმა კრატერის ცენტრი გამოიკვლიეს, რომ კითხვებისთვის პასუხი მიეღოთ.
იქედან აღებული მიკრობაქტერიების ნიმუშებზე დაყრდნობით მეცნიერებმა ყველა მონაცემის ერთ სურათში გაერთიანება შეძლეს, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ დაბრუნდა ცხოვრება პლანეტაზე. კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაც დღეს ბაქტერიების შესახებ ვიცით, მათ ნებისმიერ ადგილას, ყველაზე დაუჯერებელ ადგილებში გაზრდა შეუძლიათ.
ბაქტერიები და ასტეროიდი
ბაქტერიები პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე ამტან ორგანიზმად ითვლება. ისინი აღმოჩენილ იქნა ყინულში, ღრმა მიწისქვეშა გამოქვაბულებსა და ცხელ წყლებში. ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ პირობებში. სწორედ ამიტომ, გასაოცარი არაა, რომ მათ ასტეროიდის მიერ დატოვებულ კრატერში გადარჩენა შეძლეს. ახლა ის მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზეა დამარხული. დედამიწაზე დაცემის შემდეგ ასტეროიდმა მტვრის და ნამსხვრევების მასიური ტალღა გამოიწვია, რომელიც 90 მეტრ სიმაღლეს აღწევდა. ეს უზარმაზარი ტალღაა და გახდა ის, რამაც პლანეტაზე დინოზავრების უმეტესობა გაანადგურა. მიუხედავად იმისა, რომ ასტეროიდმა უზარმაზარი დინოზავრები გაანადგურა, ბაქტერიების გაქრობა ვერ შეძლო. ამან ხელი შეუწყო იმ ფაქტს, რომ პლანეტაზე სიცოცხლე დაბრუნდა.
რომელმა ბაქტერიებმა დააბრუნა სიცოცხლე დედამიწაზე?
მათ შორის იყვნენ ციანობაქტერიები, მიკროორგანიზმები, რომელთაც ფოტოსინთეზის უნარი ჰქონდათ, რამაც მათ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება მისცათ. გეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მიკრობები კრატერში მისი წარმოქმნისთანავე გაჩნდა. გამოდის, რომ აფეთქების შემდეგ პირველი გადარჩენილი სწორედ ეს მიკრობები იყვნენ. მიკროორგანიზმები კრატერში მუდმივად მზარდ მდგომარეობაში ძალიან დიდი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეს ასტეროიდი ისეთივე ძლიერი იყო, როგორც ათი მილიარდი ატომური ბომბი, ამიტომ დინოზავრების განადგურება შეძლო.
როგორ იყო ეს?
მას შემდეგ, რაც მტვერი მზის სხივების შეღწევას ხელს უშლიდა, მცენარეებმა სწრაფად აღდგენა და აქტიური ფოტოსინთეზი დაიწყო. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მიკრობებმა პლანეტაზე ახალ სიცოცხლეს საფუძველი ჩაუყარეს.
კლიტი გრაისი, ორგანული და იზოტოპური გეოქიმიის ცენტრის ხელმძღვანელი, ამ მოვლენას დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდა და დაადგინა პროცესები, რომლებიც კრატერში მიმდინარეობდნენ, როგორც პოსტაპოკალიფსური მიკრობული უწესრიგობა.
მცენარეების ნაყოფიერ მუშაობას და განვითარებას თან ახლდა მკვებავი ნივთიერებების და ჟანგბადის წარმოქმნაში მნიშვნელოვანი ცვლილებები, ამრიგად მიკრობული ცხოვრების აღდგენა მოხდა. ეს გასაოცარი მოვლენა იყო, რადგან ასეთ მოკლე დროში დედამიწაზე სიცოცხლე განახლდა.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!