ჟურნალისტმა ნანა ქობალიამ ტელერადიოკომპანია “ოდიში” დატოვა?


გავრცელებული ინფორმაციით, ტელერადიოკომპანია “ოდიშის” საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა, ჟურნალისტმა ნანა ქობალიამ, კომპანიის მეპატრონეებთან დაპირისპირების გამო, სამსახური დატოვა. “ზუგდიდელები” დაუკავშირდა ჟურნალისტს, რომელმაც უარი განაცხადა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე-მან არც უარყო და არც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია. 

ტელეკომპანია”ოდიშის”თანამშრომლები  ამბობენ, რომ ნანა ქობალია, სამი დღეა, სამსახურში არ ყოფილა. ტელეკომპანიის დირექტორმა დათო გრიგოლიამ კი, ჟურნალისტს განუცხადა: “არ ვადასტურებ თქვენს ინფორმაციას ნანა ქობალიას სამსახურიდან წასვლის შესახებ. მას აქვს ოჯახური პრობლემა,-გარდაეცვალა მამამთილი და შეუძლია 40 დღე არ გამოცხადდეს სამსახურში”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!