გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მიმართავს


  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებაზე ნარჩენების ტიპის, რაოდენობისა და იმის მიხედვით, სამართალდამრღვევი ფიზიკური პირია თუ იურიდიული, ჯარიმა 80 ლარიდან 6000 ლარამდე მერყეობს.

“2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში ჯარიმა 80 ლარია. იგივე ქმედების საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობა-ნაგებობიდან ჩადენის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 200 ლარის გადახდა მოუწევს. ამავე რაოდენობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დანაგვიანების შემთხვევაში მძღოლი, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში – დამრღვევი 250 ლარით დაჯარიმდება.

5 ერთეულამდე საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა 500 ლარია. 5 ან მეტი საბურავით (გარდა ველოსიპედის საბურავისა) გარემოს დანაგვიანებაზე კი – 2 000 ლარი.

2 კგ-მდე ბატარეის, აკუმულატორის, ელექტრონათურის, ელექტროსაქონლის, გრაფიტის ელექტროდის, ბასრი ან მჩხვლეტავი საგნის (მათ შორის, შუშის ნამსხვრევის, ლურსმნის ან სხვა მსგავსი საგნის) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

2 კგ ან 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას – 1 500 ლარის ოდენობით.

1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებაზე ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 1 000, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 3 000 ლარია.

დიდი მოცულობის (თუ ნარჩენი 2 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს ფარავს) ნარჩენით გარემოს დანაგვიანება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით.

ნარჩენების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს აქტით განსაზღვრული ნარჩენების შეგროვების კონტეინერში არადანიშნულებისამებრ მოთავსებაზე (მათ შორის, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების კონტეინერში მოთავსება) ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 200, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 1 000 ლარია.

ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.”-ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!