ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სადა CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა


  • თიბისიმ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან – IFC, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია და იტალიურ ფინანსურ ინსტიტუტთან – CDP, ხელი მოაწერა 90 მილიონი დოლარის  5-წლიან სასესხო ხელშეკრულებებს. პარტნიორობა მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობასა და  ენერგორესურსების ეფექტიანი გამოყენების  მხარდაჭერას ისახავს მიზნად.  

თანამშრომლობის ფარგლებში, MSME ბიზნესისთვის გრძელვადიანი სესხით სარგებლობის პირობები გაუმჯობესდება და ის უფრო შეღავათიანი და ხელმისაწვდომი გახდება. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზრდება სესხებით სარგებლობის შესაძლებლობა ისეთი პროექტებისთვის, რომლებიც  ბიზნესებს ენერგორესურსების ეფექტიანად გამოყენების საშუალებას და მდგრადი განვითარების მოტივაციას მისცემს.  

IFC-ის მიერ თიბისისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი – 50 მლნ დოლარს შეადგენს CDP-ის მიერ გამოყოფილი კი – 40 მლნ დოლარს. აღნიშნული ტრანზაქცია პირველი პრეცედენტია, როცა უმსხვილესმა იტალიურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Cassa Depositi e Prestiti-მა სასესხო ხელშეკრულება ქართულ ბანკთან გააფორმა. 

„ მოხარული, ვართ რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, IFC-სა და CDP-ს თანთანამშრომლობით, 90 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსის მოვიზიდეთ. აღნიშნული ტრანზაქცია შესაძლებლობას მოგვცემს, მომხმარებლებს გრძელვადიანი ფინანსური პროდუქტები გაუმჯობესებული პირობებით შევთავაზოთ და კიდევ უფრო გავუმარტივოთ მათ ცხოვრება. გვჯერა, რომ  ამ  თანამშრომლობით  მხარს  დავუჭერთ ბიზნესების ზრდასა და განვითარებას ქვეყანაში და მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, მათ შორის – ენერგო ეფექტურობის მხარდაჭერაში. ეს შეთანხმება საერთაშორისო სტანდარტებთან მეტად დაგვაახლოვებს და კიდევ უფრო გაამყარებს ფინანსური ინსტიტუტების ნდობას ქართული საბანკო სექტორის მიმართ“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი. 

„საქართველოში მცირე ბიზნესი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნისთვის, თუმცა ბევრი მცირე კომპანიისთვის ჯერ კიდევ რთულია გრძელვადიანი დაფინანსების მიღება. თიბისი ბანკთან პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ენერგორესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, კერძობიზნესის ზრდას, განვითარებაში თანხების ინვესტირებას და სამუშაო ადგილების შექმნას’’, –  ანდრეს ფელიპეგომესი, IFC-ისფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში.

“CDP აგრძელებს საერთო მიზნებს და ნდობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო პარტნიორობებს. IFC-სა და თიბისის თანთანამშრომლობით, ასევე თიბისი ლიზინგთან უკვე არსებული პარტნიორობის საფუძველზე, CDP ხელს უწყობს ადგილობრივი საფინანსო ეკოსისტემის გაძლიერებას და ამავდროულად, ამყარებს საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობებს“, – ქრისტი ნამორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი.

„დღეს, ჩვენ მომსწრენი ვართ იმისა, თუ როგორ ძლიერდება იტალიასა და საქართველოს- კერძოდ, ჩვენი ქვეყნების ფინანსურ სექტორებს შორის არსებული კავშირები. CDP-სა და თიბისის შორის ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულება, რომელიც CDP-ს მიერ საქართველოში განხორციელებული მეორე ტრანზაქციაა, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის მთავარი საყრდენის- მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში. ფინანსური რესურსის მოზიდვის გარდა, ეს შეთანხმება საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაცაა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას’’, –  საქართველოში იტალიის ელჩი, მასიმილიანოდ ანტუონო.

ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის ფინანსების მართვის დირექტორი –  გიორგი მეგრელიშვილი, IFC-ის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის რეგიონული მენეჯერი ევროპაში – ანდრეს ფელიპე გომესი, IFC-ის წარმომადგენელი საქართველოში – თეა გიგიბერია და  CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი – ქრისტინა მორელი, ასევე, იტალიის ელჩი საქართველოში – მასიმილიანო დ’ანტუონო ესწრებოდნენ. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!