- ჩვენს თანაქალაქელს, პოეტ მიმოზა ცანავას, პოეტებთან: ზაალ ბოტკოველთან, ნიკა ხერკელაძესთან, ლეილა მესხთან (ღვინერია), თენგიზ ხუციშვილთან (ქრისტეს მხედარი) და მორის როსტიაშვილთან ერთად, პატრიოტულ თემებზე შექმნილი ნაწარმოებებისთვის მიენიჭა დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია “ძლევაი საკვირველი”. ინფორმაციას საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი ავრცელებს.
“უღრმესი მადლობა ჟიურის წევრებს. ჩვენს განუმეორებელ მწერალთა კავშირის თავჯდომარეს მაყვალა გონაშვილს. თითოელ ადამიანს, ვისაც გულით გაუხარდა ეს დიდი ჯილდო. მთელი ჩემი ცხოვრება ქართულ სიტყვას ვემსახურე. მეწერება და ვწერ! არასოდეს დამიწერია ლექსი დიდების მოლოდინში, მაგრამ.. სასიამოვნოა, როცა დაგაფასებენ კიდევ და კიდევ. მილიონი მადლობა ჩემს დიდ ოჯახს-მწერალთა კავშირს ამ ლამაზი სიურპრიზისთვის. მალე 75 წელი მისრულდება და გპირდებით ერთ ლამაზ შემოქმედებით საღამოს, ჩემო ერთგულო, თბილო მკითხველო”.-წერს თავის ფესიბუქგვერდზე პოეტი მიმოზა ცანავა.