პირველკლასელთა რეგისტრაციის მე-2 ეტაპი დაიწყო


  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპი.

რეგისტრაცია 11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;

მშობელი სკოლის თანამშრომელია;

ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 − 16 =

Akismet ანტისპამი