ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა გრძელდება


  • დღეიდან ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ახალ ეტაპზე გადადის. საფრანგეთში, დღეს დაწყებით სკოლები გაიხსნა. გაიხსნა ასევე ტანსაცმლის, წიგნების, ყვავილების მაღაზიები, თმის სალონები.

ბიზნესკომპანიების უმეტესობა ბელგიაშიც იწყებს დღეიდან მუშაობას, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნოთ.

დაწყებით სკოლებს ნაწილობრივ ხსნის დღეიდან ჰოლანდიაც. ქვეყანაში ბიბლიოთეკები, ფიზიოთერაპიის სალონები, ავტოსკოლები და თმის სალონებიც გაიხსნება.

შვეიცარიის სკოლებიც დღეიდან ბავშვებს მიიღებენ, თუმცა შემცირებული რაოდენობით. მიმდინარე კვირაში, ქვეყანაში შესაძლოა, რესტორნები, წიგნის მაღაზიები და მუზეუმებიც გაიხსნას, თუმცა კონკრეტული შეზღუდვებით.

ესპანეთის გარკვეულ რეგიონებში დღეიდან დაშვებული ხდება 10-ზე მეტ პირთა შეკრება გარე სივრცეებში. გაიხსნება რესტორნებიც, ოღონდ დისტანციური მომსახურებით.

დანიაში დღეიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება, ხოლო პოლონეთში მიმდინარე კვირას სასტუმროები სტუმრების მიღებას შეძლებენ.

ცნობისთვის, შეზღუდვების ნაწილი უკვე მოიხსნა გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაშიც.

ახალი კორონავირუსი გასული წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში გამოვლინდა, საიდანაც ის თავდაპირველად ქვეყნის შიგნით, ხოლო მოგვიანებით, მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ამ დროისთვის, გლობალურად ვირუსის 4.1 მილიონზე მეტი შემთხვევაა დარეგისტრირებული, ხოლო ვირუსით გარდაცვლილია თითქმის 284 000 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!