“პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში”


დღეს,  პროექტის “პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში” საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში 200-მდე შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც 2848 მოქალაქე მონაწილეობდა. პროექტში მონაწილეობას ღებულობდა რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი “თანაზიარი”, დემოკრატიის ინსტიტუტი და ასოციაცია “ათინათი”.  პროექტის ფარგლებში, აქტიური მოქალაქეების ინიციატივით აჭარის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირებულ 158 პეტიციაზე 75 356 ხელმოწერა შეგროვდა. საკრებულოებში წარდგენილი 158 საპეტიციო საკითხიდან, 48-სრულად, 73-ნაწილობრივ, 37 კი, არ დაკმაყოფილდა.

დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებებლი მდივნის არჩილ ხახუტაიშვილის განმარტებით, “პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში” დაიწყო 2016 წელს და ჰქონდა “გრანდიოზული” მისია. “პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დავიწყეთ სისტემური აქტივობების განხორციელება, რომელიც ემსახურებოდა ოთხ მთავარ მიზანს: მოქალაქეების გააქტიურებას მათთვის ინფორმაციის მიწოდებას, მუნიციპალიტეტებსა და საკრებულოებში პეტიციის განხილვის და პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, გარკვეული დახმარების აღმოჩენას სამართლებრივი რეგულირების კუთხით, რეკომენდაციების შემუშვება შემდგომი ნორმატიული ბაზის განახლებისა და პეტიციების განხილვის ნორმატიული რეგულირებისკენ გაუმჯობესების კუთხით და საინფორმაციო აქტიური კამპანიის წარმოება”.

რეაბილიტაციისა და განვითრების საქველმოქმედო ცენტრ “თანაზიარის” ხელმძღვანლის ხათუნა ბეჭვაიას ინფორმაციით, სამეგრელო ზემო -სვანეთის მასშტაბით, 79 პეტიცია იყო შეტანილი, მათ შორის, 28-ზე იყო დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. 35 პეტიციაზე იყო ნაწილობრივ დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. პეტიციას ხელს აწერდა 35 ათასი ადამიანი. ” ეს იყო პირველი პრეცედენტი რეგიონში, როდესაც ადამიანებმა თავად გამოთქვეს სურვილი, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყოფილიყვნენ ჩართულნი, პეტიციის მომზადების პროცესში ყოფილიყვნენ ჩართულნი, საკრებულოებში განხილვის დროს ყოფილიყვნენ ჩართულნი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი. პირველად საკრებულოში პეტიციები, რომ შეგვქონდა მათთვის ეს იყო სიახლე”.

ასოციაცია “ათინათის” ღონისძიებების ორგანიზატორის აკაკი კოროშინაძის განმარტებით, “ათინათი”, პროექტს ახორციელებდა ხუთ სამიზნე მუნიციპალიტეტში. “ათინათის” ხელშეწყობით და ორგანიზებით მოხდა პეტიციების შეტანა საკრებულოებში, უმრავლესობა პეტიციების დაკმაყოფილებულია და მიმდინარეობს პეტიციების დაკმაყოფილების ეტაპი.”

შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის რეგულაციის ამოქმედებაა.

შეხვედრის მთავარი მიზანია პროექტის შედეგების პრეზენტაცია, სამომავლოდ სისტემის გაუმჯობებისათვის აუცილებელ ინიციატივებსა და რეკომენდაციებზე მსჯელობა.

ღონისძიება ჩატარდა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში” ფარგლებში.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!