პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც ამომრჩევლებს ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდებათ


  • პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლის საფუძველზეც ამომრჩევლებს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდებათ.

კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურების განხორციელება შესაძლებელი იქნება როგორც ID-ბარათის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის შემთხვევაში, ასევე, პირადობის არაელექტრონული – ე.წ. ლამინირებული მოწმობის გამოყენებით.

ამასთან, პარლამენტში განხილვის პროცესშია “ქართული ოცნების“ დეპუტატების საკანონმდებლო პროექტი, რომლითაც 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული მოწმობები უქმდება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × five =

Akismet ანტისპამი