პარიზის წიგნის ფესტივალზე გაიმართა ზუგდიდის დადიანების სასახლეებში დაცული კოლექციის საფუძველზე შექმნილი წიგნის წარდგინება


  • პარიზის წიგნის ფესტივალზე გაიმართა ზუგდიდის დადიანების სასახლეებში დაცული კოლექციის საფუძველზე შექმნილი წიგნის – ფრანგი მხატვრები და საქართველო“ – წარდგინება.

დადიანების სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემა წარმოადგენს უნიკალურ, ლიმიტირებულ ალბომს, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და პირადად საქართველოს კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის პატრონაჟით გამოიცა.

“მხოლოდ 100 ეგზემპლარად შექმნილი კრებული ფაქტობრივად ხელნაკეთია: გვერდები კოპტური წესითაა აკინძული, გამოყენებულია სპეციალურად დამზადებული ქაღალდი, ხოლო ბეჭდვა მაქსიმალურადაა მიახლოებული ორიგინალ ნამუშევრებთან. ყდა გაფორმებულია დედნის შესაბამისად, ოქროს მელნის გამოყენებით.

ალბომი აერთიანებს ფრანგი მხატვრების – პარამონ ბლანშარისა და ემილ ფრანსუა დესენის შემოქმედებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის პირველად გახდა ხელმისაწვდომი. წიგნის ავტორი გიორგი კალანდიაა.

წიგნი თარგმნა და ფესტივალზე წარადგინა შორენა ციცაგმა.

პრეზენტაციის ფარგლებში ასევე გაიმართა მარიკა ბაკურაძის დოკუმენტური ფილმის – “ექვთიმე თაყაიშვილი“- ჩვენება.

ღონისძიებას, უცხოელ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ დადიანების სასახლეების თანამშრომლები.

ფესტივალის დასრულების შემდეგ წიგნის ეგზემპლარები საქართველოს წამყვან ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებს გადაეცემა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!