“ნაციონალები” ივანიშვილის მორიგ სამიზნეზე განმუხურში


დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში პრესკოფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა თენგიზ გუნავამ ჟურნალისტებს სთხოვა ყურადღება მიექციათ ქონების ეროვნული სააგენტოს საიტზე – „აუქციონ. ჯი“-ზე გასაყიდად გამოტანილი ობიექტისთვის, რომელიც მდებარეობს განმუხურის სანაპირო ზოლზე და რომლის ფართობია 34 ათასი კვადრატული მეტრი.

ინფორმაციისათვის: “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის ბულვარის ნაწილი და მიმდებარე ტერიტორის 33 951.00 კვ.მ.შენობა-ნაგებობებით, აუქციონის წესით იყიდება. საწყისი ფასი 2 263500 ლარია და ის პირობიანია – სამშენებლო ნებართვის მიღებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში, არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს, მყიდველმა არანაკლებ 10 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.”

გუნავა ამბობს: „ ჩვენი ინფორმაციით, ამ ტერიტორიის შესყიდვით დაინტერესებულია ბიძინა ივანიშვილი. ყველაზე სამარცხვინო ფაქტი ის არის, რომ ადგილობრივი ხელისუფლება საქმის კურსში არ არის. ივანიშვილი  სექტემბერში ჩამოსული იყო ზუგდიდში, მან დაათვალიერა  ბოტანიკური ბაღი, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და შემდეგ, მოგეხსენებათ, ეს ტერიტორიაც იყო აუქციონზე გამოტანილი. ივანიშვილმა ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე ხესაც დაადგა თვალი, მაგრამ ამ ეტაპისათვის ეს საქმე შეჩერებულია. რაც შეეხება განმუხურის სანაპირო ზოლზე არსებულ გასაყიდ ობიექტს,  ჩვენ მივმართვთ პროტესტის ყველა ზომას, რა თქმა უნდა, მოსახლეობასთან ერთად და არ დავუშვებთ მის გასხვისებას.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!