“მხიარული თამაშები – 2024”


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრს დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მხარდამჭერ აქტივობაში “მხიარული თამაშები-2024” იასპარეზეს.

სახალისო თმაშების ფინალურ შეჯიბრებაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯუმის, ნარაზენის პირველი, დარჩელისა და №12 საბავშვო ბაღები მონაწილეობდნენ. მხიარული თამაშების გამარჯვებული ჯუმისა და დარჩელის საბავშვო ბააღები გახდნენ.

შემაჯამებელ ღონისძიებას სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია, ცენტრის მეთოდისტები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მშობლები ესწრებოდნენ.

ხათუნა თოლორაია, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი: “მხიარული თამაშები” ტრადიციულად, ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ჩვენი ცენტრი, მეთოდისტები და ბაღების აღმზრდელები ამ აქტივობის საშუალებით ასწავლიან პატარებს სპორტული აქტივობებისადმი ინტერესს, ჯანსაღ შეჯიბრებითობას, ყველა თქვენგანს ვუხდი მადლობას ჩართულობისა და საოცრად დადებითი ემოციებისათვის. განსაკუთრებული მადლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრს თანამშრომლობისა, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მეთოდისტ, ლელა გრიგოლაიას კი აქტივობის ორგანიზებისათვის”.

+42


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 17 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!