- პანდემიამ შიშში ჩააგდო მოსახლეობა, – მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია, რომ კორონავირუსი ააქტიურებს ორგანიზმში თრომბ წარმოქმნას, ცდილობენ შეებრძოლონ მას ანტიკოაგულანტებით, ანუ ისინი, თვითნებურად, ექიმის კონსულტაციის გარეშე, ღებულობენ სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს.
“გასტრო ცენტრის” ხელმძღვნელი, გასტროქირურგი მურად ღვინჯილია თავის პაციენტებს ურჩევს, ფრთხილად იყვნენ ანტიკოაგულანტებთან, რადგან მისივე თქმით, სტატისტიკა უკვე უჩვენებს მათი არასწორად მოხმარების არასასურველ შედეგებს. “ზუგდიდელებთან” საუბარში, მურად ღვინჯილია ბევრ საინტერესო რჩევას გვაძლევს.