ექიმ-ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია: კარგია თუ ცუდი “ჯოგური იმუნიტეტი”?


  • ექიმ-ინფექციონისტი, არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში წერს: “ჯოგურ იმუნიტეტზე”, რომელიც დარწმუნებული ვართ ჩვენს მკითხველს დააინტერესებს:
“-თქვენი აზრით, რამდენით მეტია ინფიცირებულთა რაოდენობა იმ სტატისტიკასთან შედარებით, რომელიც ოფიციალურად იდება?
ადრე ვწერდი ძნელია იყო დარჩენილი იმედზე “ჯოგური იმუნიტეტის” , როგორც ირიბი დაცვის ბუნებრივი სტრატეგიის… თუ რატომ ამას ვხსნიდი იმით, რომ დახლოებით 30% დან 50% უნდა დაავადდეს მაშინ მეთქი (მინიმუმ 900 000 ადამიანი ) …თუმცა მალე მოგვადგა კარს ეს მომენტი, ეპიდემიის სისწრაფე იმდენად მაღალია, რომ გუშინ თუ “ჯოგურ იმუნიტეტზე” საუბარი ნაადრევი გვეგონა, დღეს ამ თემაზე უკვე ღიად ვსაუბრობთ.
რა არის “ჯოგური იმუნიტეტი”?
“ჯოგური იმუნიტეტი” კარგი რამეა. ის გულისხმობს ინფექციური დაავადებებისგან დაცვას, როდესაც საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს იმუნიტეტი, ინფექციის გავრცელების ჯაჭვი ირღვევა და, შესაბამისად, დაავადების გავრცელებაც ჩერდება. იმუნიტეტი კი ჩნდება ან ვაქცინაციით( მაგ: გრიპის, წითელასი და ასე შემდეგ), ან გამოჯანმრთელებით. კოვიდ19 შემთხვევაში გადატანილი ინფექციით. კოვიდ19 -ის დროს იმუნიტეტი არ არის მყარი, მაგრამ ამ სეზონზე მგონი ეყოფა ადამიანს, რადგან ვირუსი რაც არ უნდა მუტირებდეს 100% ვერ შეიცვლის გენურ სტრუქტურას, რადგან მის შიგნით მიმდინარე ცვლილებები წერტილოვანია. ასე, რომ მასთან ერთხელ ნაბრძოლებ ჩვენს იმუნურ ძალებს გამოცდილება ეყოფათ შემდეგი ბრძოლა მეტი უპირატესობით ჩაატარონ. დიდი ალბათობით ვირუსი მეორე რაუნდს მაკროსამყაროსთან უეჭველი წააგებს ისევე როგორც სხვა დანარჩენი მიკროსამყაროს წარმომადგენლებმა წააგეს.
იმის განსასაზღვრად, თუ მოსახლეობის რამდენ პროცენტს უნდა ჰქონდეს იმუნიტეტი, რათა ყველა იყოს დაცული, უნდა ვიცოდეთ, თუ რამდენად გადამდებია ვირუსი. COVID-19-ის შემთხვევაში ამომწურავი ინფორმაცია ჯერ არა გვაქვს, თუმცა, მეცნიერების უმეტესობა თანხმდება, რომ თითო ინფიცირებული ვირუსს საშუალოდ 2-3 ადამიანს გადადებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯოგური იმუნიტეტის ასამოქმედებლად მოსახლეობის მინიმუმ 30 დან 50-მდე% უნდა იყოს დაცული(თუმცა ეს პროცენტული მაჩვენებელი ქალაქსა და სოფელებისთვის განსხვავებულია სიმჭიდროვის გამო). ეს იმას ნიშნავს, რომ გამორიცხულია ამ კონტიგენტის ფინანსური მენეჯმენტი. ადამიანური რესურსებზე, რომ არაფერი ვთქვათ. პიკი ახლა დაიწყო და ოფიციალურად 120 000 ადამიანია ინფიცირებული, ანუ როცა ტესტირება შეზღუდულია და ფაქტიურად კლინიკაში თუ არ მოხვდი ან 200 ლარს არ გადაიხდი ისე ვერ ჩაიტარებ კვლევას, აღარაფერს ვამბობ პერიფერიებზე აბსოლიტურ დეფიციტზე დიაგნოსტიკის და ადექვატური სამედიცინო სერვისების, შემიძლია ვთქვა რომ სავარაუდოდ ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენჯერმე მეტია.
ამიტომ უკვე ბუნებრივი დაცვის სტრატეგია თავისით ამოქმედდება სახელწოდებით “ჯოგური იმუნიტეტი”, ამ გავრცელების ტენდეციის და რეალური სტატისტიკის ანალიტიკის საფუძველზე პიკი დეკემბრის ბოლოს ჩაივლის. ბუნების კანონია ასეთი.
ვირუსს ავრცელებს ინფიცირებული ან კლინიკურად ავადმყოფი ადამიანი. რაც მეტი გადაიტანს, შესაბამისად მით უფრო გამავრცელებელი ადამიანების რაოდენობა შემცირდება. ქვეყნის მოსახლების 30% იანი ინფიცირების შემთხვევაში უკვე დაიწყება გადაცემათა წყვეტა…დეკემბრის ბოლოდან სტატისტიკა რადიკალურად შეიცვლება.
მეორე საკითხია ვის როგორ, რა ფასად დაუჯდა და დაუჯდება ეს ყველაფერი.
ყველას სიკეთე,
პატივისცემით…”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!