- worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა.
ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით 2.3 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 78.8 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 26 მილიონს უახლოვდება.
ვირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.