მოწერელიამ, ზუგდიდის ბაზარში მდგომარეობა გაუმჯობესებულად და დამაკმაყოფილებლად ჩათვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, გუბერნატორმა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ზუგდიდთან მიმართებაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. “ამდენად, სურსათის ეროვნული სააგენტო, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური, მოხალისეები, კიდევ უფრო გააძლიერებენ ზედამხედველობას, იმ მხრივ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს მდგომარეობა, რაც არის დღეს. შესაბამისად, ზუგდიდის აგრალურ ბაზართან დაკავშირებით, ანგარიში ჩვენ რაც მოვისმინეთ, ყველა მხარისაგან დამაკმაყოფილებელია ამ მომენტისთვის”.

 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სენაკის ბაზარი ორშაბათიდან, 6 აპრილიდან დაიხურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!