- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის კულტურისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირებთან თანამშრომლობითა და მათი მონაწილეობით განახლდა პროექტი “მოძღვრის საათი”.
“მოძღვრის საათის” ონლაინჩართვებს კვირაში ერთხელ შეგიძლიათ დაესწროთ ბიბლიოთეკის ფეისბუქ გვერდზე. ყოველ ჩართვაზე კომენტარებში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი თემა, რომელზედაც გინდათ, რომ მოძღვარმა გაამახვილოს ყურადღება.
ხვალ, 5 მაისს, 16:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ფეისბუქგვერდის პირდაპირ ეთერში თქვენს წინაშე წარდგება დეკანოზი ანდრია კემულარია თემით – “პანდემიის გამოწვევები”
დეკანოზი ანდრია კემულარია გახლავთ წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი. სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული უკვე 25 წელია სამღვდელო მსახურებას ეწევა.
“დაესწარი „მოძღვრის საათს“ ჩვენს პირდაპირ ეთერში, მოისმინე საინტერესო საუბარი მნიშვნელოვან თემაზე, დასვი შეკითხვები, მოგვწერე კომენტარები,-ნათქვამია ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციაში.