სასაჩუქრე კალათა აკობიების მრავალშვილიანი ოჯახისთვის


  • იუთუბერმა ბიჭიკო ჯეჯელავამ  და ჟურნალისტმა მიხეილ ძიძიგურმა, ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან აკობიების ოჯახს საჩუქრად სასურსათო კალათა გადასცეს.

სასაჩუქრე კალათაში მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქტები.

საქველმოქმედო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის, ერთჯერადად დაეხმარნენ ერთ კონკრეტულ ოჯახს, მომავალში  კი აპირებენ, კიდევ რამდენიმე ოჯახის დახმარებას.

“ამ აქციით გვინდოდა მცირეოდენი წვლილი შეგვეტანა და დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვისაც დღეს განსაკუთრებულად სჭირდება გვერდში დგომა. მოკრძალებული სასაჩუქრე კალათით, დღეს, აკობიების ოჯახი გავახარეთ, მომავალში კი, სხვა ოჯახებს შეძლებისდაგვარად დავეხმარებით. საქველმოქმედო აქციით დაინტერესდა მოქალაქე ილია ჭითანავა, რომელმაც პატარებთან ტკბილეული გაგვატანა.“


კომენტარი

  1. ლაშა

    როგორ მიხარია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ ❤
    ყოჩაღ ბიჭებო 😘

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!