“მოძღვრის საათი” მეათე საბავშვო ბაღში


  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ეპარქიის სასულიერო პირებმა, ზუგდიდის #10 საბავშვო ბაღში, შეხვედრა გამართეს აღსაზრდელებთან, სახელწოდებით “მოძღვრის საათი”. ბაღს სტუმრობდა ნარაზენის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ ცინდელიანი და ამავე ტაძრის დიაკვანი ლევან ბიგვავა.

#10 საბავშვო ბაღის გამგემ მაკა კვირკვიამ “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ პროექტი მშობლების სურვილითა და მათი აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

“სანამ, უშუალოდ პროექტს ხორცს შევასხამდით, ჩვენი მამების დამსახურებით, აღსაზრდელებთან ძალიან ფაქიზად განვიხილეთ ეს თემა. პატარებს, ავუხსენით რომ სტუმარი, რომელთანაც მოუწევდათ შეხვედრა იყო მათ მსგავსად, მათი ასაკის, დადიოდა ბაღში, იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. დადიოდა სკოლაში, სასწავლებელში, და ა შ. აღსაზრდელებსა და მოძღვრის შეხვედრას და საუბარს ვუსმენდი, ვაკვირდებოდი თითოეულის საქციელს, სითამამესა თუ ნებისმიერ ქმედებას და გული სიამაყით მევსებოდა.. თითქოს თვალს და ხელს შუა დამიფრთიანდა ჩემი “ბარტყები” და მშვიდობის მტრედებად მოექცნენ.

მინდა, რომ პატარებს ბაღიდანვე ჰქონდეთ ურთიერთობა დედა ეკლესიასთან, უფლის სიყვარულთან, რომელიც გაიგივებულია ოჯახის, მეგობრის, მასწავლებლის, მოხუცის, ბუნების, ქალაქის, სამშობლოს სიყვარულთან. სადაც, სუფთა და წრფელი სიყვარულია, იქ ხომ ბავშვი ბედნიერია. ჩვენც ბაღის მასწავლებლებიც, ხომ სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას ვუნერგავთ ჩვენს აღსაზრდელებს და მოძღვრისგან დანამოძღვარი, ეს უკვე განმტკიცებაა ჩვენი რჩევა დარიგებების.

როგორც გითხარით, პირველი ჩვენი სტუმარი იყო ნარაზენის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონ ცინდელიანი და ამავე ტაძრის დიაკვანი ლევან ბიგვავა. შეხვედრის ბოლოს, მამა ბესარიონმა სტუმრად მოიწვია ნარაზენის ხარების ტაძრის დიაკვანი ლევან ბიგვავა. პროექტი ითვალისწინებს, კვირაში ერთ შეხვედრას. სტუმრის შერჩევა ხდება მოწვეული სასულიერო პირის მიერ. ბაღი, მომავალში სხვა საინტერესო პროექტების განხორციელებასაც გეგმავს.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!