მირანდა მესხი ზუგდიდში ჩატარებულ და ჩასატარებელ არჩევნებზე


22 ოქტომბერს, ჯიხაშკარის ორ უბანში და განმუხურის 38 უბანში განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. ამ უბნებში ადგილი ჰქონდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. რაც შეეხება მეორე ტურს მაჟორიტარობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებში, როგორც მირანდა მესხი ამბობს:  განმეორებითი არჩევნები, სამ უბანში,- განმუხურის ერთ და ჯიხაშკარის ორ უბანში, განსაზღვრავს საჭირო გახდება თუ არა მეორე ტურის ჩატარება თემში, როგორც მაჟორიტარების, ასევე მუნიციპალიტეტის გამგებლის ასარჩევად. ამ უბნებში მიღებული შედეგები თუ შეიტანენ ცვლილებას შემაჯამებელ ოქმებში, მაშინ, სავარაუდოდ, პირველი ტური გადაწყვეტს შედეგებს. სხვა შემთხვევაში მეორე ტური ქალაქსა და თემში 30 ოქტომბერსაა დანიშნული.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ZPFs1_m5pP8[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!