ზუგდიდელებს სამი “ნაციონალი” ეყოლებათ პარლამენტში


ახალი მოწვევის პარლამენტში, ზუგდიდელებს, სამი “ნაციონალი” პარლამენტარი ეყოლებათ, რომლებიც პარტიული სიით უკვე მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში. ესენი არიან: “ნაციონალების” პარტიული სიის მე-13 ნომერი ლელა ქებურია, 22- ნომერი ლაშა დამენია და 24-ე ნომერი თენგიზ გუნავა. მათ შორის, ლაშა დამენია უკვე მესამედ გახდა პარლამენტარი. მიუხედავად  გარანტირებული პარლამენტარობისა, “ნაციონალური” მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ეს ლიდერები, აქტიურად განაგრძობენ ბრძოლას 22 ოქტომბერს  თემში დანიშნული განმეორებითი კენჭისყრისთვის (სამ უბანში) და 30 ოქტომბერს დანიშნული მეორე ტურისთვის.

“ქართული ოცნების” პარტიულ სიაში პარტიის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატებს მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას,  შესაბამისად, 118-ე და 119-ე ადგილები უჭირავთ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!