მილენა ზარქუას საარაკო გამოცდები


  • მილენა ზარქუა, ზუგდიდელია, 8 წელი ზუგდიდის წმიდა გიორგის გიმნაზიაში ისწავლა, წელს კი, თბილისის 191 – ე საჯარო სკოლა დაამთავრა. მისი შედეგები ეროვნულ გამოცდაზე ასე გამოიყურება: “ქართული ენა და ლიტერატურა – 60/60; ინგლისური – 70/70; ისტორია – 60/60; ფიზიკა – 63/63; მათემატიკა – 50/51”.

მილენას განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს უცხოური ენებისადმი. ეროვნული გამოცდების პარალელურად, მან ოქსფორდის უნივერსიტეტისთვის წარმატებით ჩააბარა 6 აზიური ენა (ჩინური, კორეული, იაპონური, არაბული, ტაილანდური, ფილიპინური), ფიზიკა, მათემატიკა და მოიპოვა უფლება სექტემბრიდან გააგრძელოს სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტში იმ გრანტის ტოლფასი დაფინანსებით, რასაც საქართველოში ჩაბარებული ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვებს.

წარმატებები ვუსურვოთ მილენას…


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!