მთავრობა მოგვიწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაცია აქტიურად გამოვიყენოთ


  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსთან დაკავშირებული მობილური აპლიკაცია აქტიურად გამოიყენონ.

“აპლიკაცია მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია”, – ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − fifteen =

Akismet ანტისპამი