- “ზუგდიდელები” დაინტერესდა, თუ როგორ წინასაარჩევნო გარემოში უხდებათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნების მერობის კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა.
საარჩევნო სუბიექტებთან დაკავშირება არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. უმრავლესობა მათგანი, ან არ პასუხობს სატელეფონო ზარებს, ან საერთოდ გამორთული აქვს ტელეფონი, ან დაკავებულია ზარის მიღების მომენტში. წინასაარჩევნო გარემოს შესახებ, ჩვენთან, სატელეოფონო საუბარში, თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილმა მერობის კანდიდატებმა თენგიზ ჯგუშიამ და ზვიად სიჭინავამ.
დომენტი სიჭინავა, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი, #42.”-მე დაწყებული მაქვს საარჩევნო კამპანია, შეხვედრებს ვმართავ, პირადად ვხვდები მოსახლეობას. მოგეხსენებათ, ქალაქში რა ვითარებაა, მიმდინარეობს ხალხის შეშინება, ბევრს ეშინია. არ მინდა ხალხს დისკომფორტი შევუქმნა. ზუგდიდი უნდა გაერთიანდეს და ზუგდიდი უნდა იყოს ზუგდიდელების. ამაზე ვესაუბრები მოსახლეობას ყველა შეხვედრაზე. რაც შეეხება ხალხის განწყობას, მოსახლეობა დაღლილია დაპირებებით, ტყუილებით. დაღლილია ხალხი ყოველ წელს არჩევნების ჩატარებით. მობეზრდა ზუგდიდელებს ამდენი დაპირება”.
თენგიზ ჯგუშია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი, #43.“ფსიქოლოგიური ტერორის გაუგონარი, უპრეცედენტო საარჩევნო გარემოა ხელისუფლების მხრიდან. მასობრივი, ფსიქოლოგიური ტერორი და ზონდირება მიმდინარეობს მოსახლეობის. პოლარიზირებული გარემოა. ეს ისედაც ცხადია. ფაქტიურად ყოველ წამს, ყოველ დღე, ყალბდება ამ გზით არჩევნები. ადამიანების თავისუფლების ინდექსი თავისუფალი არჩევანის გასაკეთებლად არის მინიმალური. უშიშროების თანამშრომლები დამსდევენ შეხვედრებზე, ფოტოებს გვიღებენ. ფაქტებით შემიძლია გესაუბროთ და დაინტერესებულ მედიას შემიძლია ვუჩვენო ფოტომასალა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ჯგუშია როგორც ახალი ძალა, მესამე აქტორი ამ პოლარიზებულ ველში, არ გამოჩნდეს. მე ფინანსები არ მაქვს, შესაბამისად, უთანასწორო ბრძოლაა. მე პიარ საშუალებებით მოსახლეობამდე მივიტანე მინიმუმ ინფორმირებულობა იმაზე, რომ კენჭს ვიყრი. ელემენტარულად ამომრჩეველმა არ იცის, ვინ, რას წარმოადგენს. ყველაზე მთავარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. ჩემი მომხრეები, ახლობლები მუშაობენ მერიაში. მათ “ლაიკის” უფლება არა აქვთ ჩემს პოსტზე, მიმართვაზე… ზუგდიდი გასათავისუფლებელია ამ ტერორისგან.
- “ზუგდიდელები” ყველა კანდიდატს შეეხმიანება და მისცემს საშუალებას გამოხატოს თავისი აზრი წინასაარჩევნო გარემოზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.