ზეინაბ მორგოშია სამსახურში აღადგინეს


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკიდან გათავისუფლებული, მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორთან მადონა მაქაცარიასთან შეთანხმებით, დაუბრუნდა თავის პოზიციას.

ზეინაბ მორგოშია სასამართლოს გადაწყვეტილებით მიიღებს კომპესაციას ოთხიათას ლარს.

დილით, სამსახურში მისულმა, ბიბლიოთეკის აღდგენილმა თანამშრომელმა, ზეინაბ მორგოშიამ, მოითხოვა მისი სამუშაო გარემოს შესაბამისად უზრუნველყოფა. სხვა შემთხვევაში ის დააფიქსირებს, რომ ირღვევა მისი უფლებები და მიმართავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელს მაიზერ ნანავას, რომ არასდროს დაარღვიონ ადამიანის უფლებები.

როგორც მედიასთან საუბარში  ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ განაცხადა, მთავარია, ზეინაბ მორგოშია, შეთანხმების საფუძველზე, დაბრუნდა სამსახურში და არ არსებობს არანაირი სასამართლო დავა. ის ამბობს, რომ მოხდება მორგოშიას  სამუშაო პროცესის და სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. მადონა მაქაცარია დასძენს, რომ ის ზეინაბ მორგოშიასთან კონსტრუქციულად ითანამშრომლებს.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!