სანდრა რულოვსი ახალგაზრდა ზუგდიდელებს შეხვდა


  • ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, დაიწყო შეხვედრები მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებთან.

პირველი შეხვედრა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან სანდრა რულოვსთან შედგა. ახალგაზრდებს მან გააცნო მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა, ესაუბრა ლაზიკის პროექტზე, რომელიც ზუგდიდში 50 ათასზე მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს შექმნის და ახალგაზრდებს გაუჩენს პერსპექტივას. შეხვედრაზე მისულმა ახალგაზრდებმა გამოთქვეს წუხილი გზის, ტრანპორტის და სხვა პრობლემების გამო, აღნიშნეს, რომ ახალგაზრდებისთვის არაა საქმე, პერსპექტივა, ამიტომ ბევრი მიდის და ზუგდიდი პენსიონერთა ქალაქად გადაიქცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!