მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება


  • მთავრობის ინიციატივით, საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა წამლების ფასებს. მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა და შემოვიდა ხარისხიანი თურქული წარმოების წამალი საქართველოში, ჩვენმა მოქალაქეებმა დაახლოებით, 80 მილიონ ლარამდე თანხა დაზოგეს. ამას გარდა, ბატონი ზურა აზარაშვილი აქტიურად მუშაობს და რომ არ მოხდეს ფასების გაზრდა, დაწესდეს რეფერენტული ფასებიც, რომ არცერთ კომპანიას, არცერთ იმპორტიორს არ მიეცეს ფასებით მანიპულირების საშუალება ან შეთანხმებები არ მოხდეს ერთმანეთს შორის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!