უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ ან თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს


  • უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ ან თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

„ძალიან ვთხოვთ მშვიდობიან მოსახლეობას, თუ არ იყო ან არ არის შესაძლებელი ქალაქებიდან ევაკუაცია, სადაც შესაძლოა აქტიური საბრძოლო მოქმედებები იყოს, თავშესაფარი იპოვონ და დაელოდონ – ვითარება დინამიურად იცვლება“, – განაცხადა მან.

ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი სისტემა მუშაობს, ისმის საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სიგნალების ხმა.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინული ძალები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში შეტევაზე გადავიდნენ და ხერსონის ფრონტზე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!