კინტირია ლუკავას სახლი ზუგდიდის ისტორიის ნაწილია


  • ამ ფოტოზე ჩანს ცნობილი ზუგდიდელის კიტირია (კონსტანტინე) ლუკავას ისტორიული სახლის ხედი, რომელიც ზუგდიდის ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

ამ სახლის აივნიდან გამოცხადდა საქართველოს გასაბჭოება, ამ სახლში, სხვადასხვა დროს, იყო თურმე რევკომი, კომკავშირის საქალაქო კომიტეტი, მუსიკალური სკოლა, სამხატვრო სკოლა, სხვადასხვა ქორეოგრაფიული სტუდია, ზუგდიდელ მწერალთა კავშირი და სხვადასხვა ორგანიზაცია.

სახლის მეპატრონე, კინტირია ლუკავა, ცნობილი ვაჭარი ყოფილა, ზოგიერთი წყარო ამბობს დურგალი იყოო. მას ზუგდიდის დამპურებელსაც ეძახდნენ თურმე. ამბობენ, კინტირიამ, ბულვარში, ნადიმი გამართა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისვლა და ქეიფიო. იმასაც ამბობენ, ქორწილი გადაიხადაო, არსებობს ვერსია, – დადიანმა კინტირიას სახელზე, ბულვარში ნადიმი გამართა კონკრეტული შემთხვევის მადლობის ნიშნად და შემდეგ ბულვარიც და მისი მიმდებარე მიწებიც აჩუქაო. არის ასეთი გამონათქვამი “კინტირიაში დიარა ხომ ვაიჩქუნა”. დაუპატიჟებლად სუფრაზე მისვლაზე მიანიშნებდა ეს ფრაზა…

Nana Lomtadze: კინტირია ლუკავას შთამომავალი წერს: “ეს ჩემი დიდი ბაბუას სახლია კონსტანტინე (კინტირია) ლუკავას სახლი. კინტირია იყო ჩემი ბებიას მერი ლუკავას ბაბუა. კინტირიას შვილიშვილები იყვნენ შოთა, შალვა, მერი და ნორა ლუკავები.” და იქვე, აქვეყნებს კონსტანტინე (კინტირიას) ფოტოს.

კომენტარები იხილეთ ფეისბუქის ჩვენს ოფიციალურ გვერდზე: https://www.facebook.com/photo?fbid=789245113230740&set=a.458833029605285


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!