საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ორი გზა შენდება


  • საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში ახალაბასთუმნის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. რეაბილიტირდება 4 კილომეტრამდე გზა, მნიშვნელოვანია, რომ გზასთან ერთად ეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოებში შესასვლელები.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.

გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. აქამდე არსებული გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას  გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან ერთად გაეცნო.

ასევე, სოფელ რუხში მიმდინარეობს გამსახურდიასა და გაბისონიას ქუჩების სრული რეაბილიტაცია, რომელიც რუხს და ახალაბასთუმანს ე.წ. კომბინატის დასახლებასთან აკავშირებს. გზის სიგრძე 7 კილომეტრია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!