ყოფილი პატიმარი 2008 წლის აგვისტოს იხსენებს


მერაბ ქვარაია, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, “ოცნების” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც  2008 წლის აგვისტოში ავჭალის საპატიმროში იხდიდა სასჯელს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ასე იხსენებს აგვისტოს დღეებს:

“დღეს 8 აგვისტოა,ავადმოსაგონარი ომის დღე,რომელმაც გრიგალივით გადაგვიარა და შეძრა ლამის მთელი მსოფლიო. ამ ომს ნამდვილი გმირები შეეწირნენ – ქართველი გმირები. მე მაშინ ავჭალის საპატიმროში ვიხდიდი სასჯელს.

მახსენდება სიმწრის ცრემლმორეული პატიმრების სახეები,როგორ ადევნებდნენ თვალყურს იმ უბედურებას,რაც ჩვენი ქვეყნის თავზე ტრიალებდა.მერე ვიღაცა გონს მოეგო და თქვა ომში წასვლა მოვითხოვოთო. დილემა მწარე აღმოჩნდა: ერთის მხრივ არავის სიამოვნებდა მოძალადე ხელისუფლების გვერდზე დგომა და სიცოცხლის დადება, მეორეს მხრივ კი იყო სამშობლო,რომელსაც ნამდვილი განსაცდელი დაატყდა თავს და დაცვა სჭირდებოდა.

აბსოლიტური უმრავლესობა ჩაეწერა მაშინ ომში წასვლის მსურველთა სიებში , “ზონა” მზად იყო თავი დაედო სამშობლოსათვის. ამაღელვებელია ამის გახსენება დღეს და მადლობა თითოეულ პატიმარს იმ სიიდან სამშობლოს სიყვარულისა და ერთგულებისთვის.

დაე უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა ყოველგვარი სისხლისღვრისა და მორიგი ძმათამკვლელი დაპირისპირების გარეშე.

აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ასე იყო, ასე არის და ასე იქნება ყოველთვის,
მჯერა, ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ, ბედის უკუღმართობით გაუცხოებულ ძმებსა და დებს, ჩვენს აფხაზებსა და ოსებს და ყველანი ერთად ვუპატრონებთ ქართულ მიწა-წყალს.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!