ლუკა ბერაია თავისი შემოქმედებით და ფრაზით-“სადაც ანთია ნათელი, მუდამ იქაა “სარკმელი”


21 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის ,,ახალი სარკმელის’’ ,,გულების ოთახში’’, ჩატარდა ბავშვთა თვითმმართველობა ,,ოდაბადეს’’ პროექტის – ,,ახალი სახეები’’ მორიგი შეხვედრა შემოქმედ მოსწავლეებთან. მსმენელის წინაშე, საკუთარი შემოქმედებით წარსდგა, ქალაქ ზუგდიდის მე-5 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ბერაია. ლუკას შემოქმედებაში არის ლექსები, მოთხრობები, ნოველები, რომანიც კი. როცა ახალგაზრდა შემოქმედმა თავისი რომანის ფრაგმენტები წაიკითხა, ნორჩ ჟურნალისტთა კლუბისგან, მიიღო წინადადება, რომ კლუბის წევრები, სათითაოდ, გაეცნობიან მის რომანს, რომ შემდეგ, ლუკასთან ერთად, მოაწყონ მისი განხილვა. ახალგაზრდა ჟურნალისტების შემოთავაზებას ლუკა დათანხმდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ლუკას მასწავლებლები, კლასელები, მეგობრები, დედა. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, სიტყვით მიემართათ შემოქმედი ახალგაზრდისთვის და გამოეთქვათ თავიანთი აზრი.

შეხვედრის დასასრულს, ლუკამ, “სარკმელელებს”, ავტოგრაფთან ერთად, სამახსოვროდ, კლუბის კედელზე, სადაც სტუმრები საყვარელ ფრაზებს წერენ, ასეთი სტრიქონები დატოვა “სადაც ანთია ნათელი, მუდამ იქაა “სარკმელი”, რითაც, საბოლოოდ მოიგო მასპინძლების გული.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პროექტი “ახალი სახეები” (ხელმძღვანელი მედეა თორია), უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, არაერთ შემოქმედ ახალგაზრდას, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, მიეცა შესაძლებლობა გამოევლინა თავისი ნიჭი აუდიტორიის წინაშე და გამოექვეყნებია რჩეული ნაწარმოებები და ნამუშევრები კრებულში “ახალი სახეები”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!